20 აპრილი 2024,   12:54
ვრცლად
პაატა იმნაძე მთელ ქვეყანაში საკარანტინო ზონების გამკაცრებას არ გამორიცხავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, NCDC-ის ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა ჯერჯერობით პრეკრიზისულ ვითარებაში იმყოფება.

პაატა იმნაძემ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში, შესაძლოა, კრიზისული ვითარების დადგომის დროს განხორციელდეს:

"იქნება კიდევ უფრო გამკაცრება საკარანტინო ზომების, სახლში დარჩენის მაქსიმალური დაცვა და თუ საჭირო გახდება, ისეთივე საკარანტინო ზომების მიღება მთელ ქვეყანაში, როგორიც დღეს ხორციელდება 2 მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები