23 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. COVID-19-ით ინფიცირებული მცირეწლოვანი ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფოდა. 

"ცნობილი კლასტერის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. არის 2 წლის ბავშვთან დაფიქსირებული. ოჯახი იყო გასული თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს დადასტურდა ამ ბავშვთან კორონავირუსი.მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკური გამოხატულება არ არის, მისი ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, თვითონ მშობლები არ არიან დაინფიცირებული, დედას უწევს ყოფნა ბავშვთან ერთად," - განაცხადა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა კახა იშხნელმა.

დღის ამბები