19 აპრილი 2024,   18:30
ვრცლად
ზუგდიდში დღეს მოვიდა იმაზე მეტი ხალხი ვიდრე მოსალოდნელი იყო და როგორც ჩანს, პოლიციამაც ისე ვერ იმუშავა - მიხეილ სააკაშვილი

ზუგდიდში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებების დარიგებისას ქალაქის ცენტრში ადამიანების დიდმა ჯგუფმა მოიყარა თავი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. 

სააკაშვილის თქმით, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მოხალისეების მიერ ორგანიზებულ აქციაზე წესრიგს სხვა ქალაქებში პოლიცია უზრუნველყოფდა და ადამიანებს შორის დისტანციის დაცვის საკითხიც მოგვარებული იყო, თუმცა დღეს, ადამიანების განსაზღვრულზე მეტი რაოდენობის შეკრების გამო, ეს ვერ მოხერხდა.

სააკაშვილის თქმით,  მან ხელისუფლებას შესთავაზა, რომ დამცავი საშუალებები ბიბლიოთეკიდან წაეღოთ და თავად დაერიგებინათ.

"ზუგდიდში დღეს მოვიდა იმაზე მეტი ხალხი ვიდრე მოსალოდნელი იყო და როგორც ჩანს პოლიციამაც ისე ვერ იმუშავა, როგორც წინა დღეებში, ამაზე ატყდა ერთი ამბავი ხელისუფლების მხრიდან, რომ ბიბლიოთეკამ დაარღვია უსაფრთხოების წესები.

რამდენიმე დღის წინ, ჩემს საჯარო მიმართვაში, მოგიწოდეთ ხელისუფლებას, რომ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკას აქვს ეს დამცავი საშუალებები და შემოგთავაზეთ, რომ მოსულიყავით, წაგეღოთ და თქვენ დაგერიგებინათ ხალხისთვის. რატომ არ მოხვედით და რატომ არ წაიღეთ, ჩვენ რას გვადანაშაულებთ, აქ არ არის საკითხი ნაცი და ქოცი," - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ საქართველოში  კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომლის თანახმადაც 10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება.

დღის ამბები