19 აპრილი 2024,   19:22
ვრცლად
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციას სამედიცინო ცენტრის მენეჯერი მიხეილ ქამუშაძე ადასტურებს.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტია, რომელიც ცენტრში მოხვდა. ის, ახალგაზრდა მამაკაცია.

მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტიდან, ერთი გამოჯანმრთელებული კლინიკას დატოვებს. სამი პაციენტი კი, მკურნალობას განაგრძობს. 

დღის ამბები