25 აპრილი 2024,   17:11
ვრცლად
მე-5 დღე მკაცრი კარანტინის ზონაში - მუნიციპალიტეტებში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო, მიმდინარეობს ტერიტორიის სრული დეზინფექცია

მეხუთე დღე მკაცრი კარანტინის ზონაში - გამშვები პუნქტების გავლით მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე, ძირითადად, სატვირთო ავტომობილები შედიან.

იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამო  ჩარჩნენ და ადგილობრივები არ არიან, უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

"გარდაბანიდან მოვდივარ, ჩემი ცოლი და შვილი რამდენიმე დღის წინ მარნეულში წამოვიდნენ და სტუმრად დარჩნენ. ფული არ აქვთ, ბავშვს საჭმელი უნდა. მინდა, რომ ისინი სახლში დავაბრუნო," - განაცხადა ნაარდამ ბაგიროვმა.

მობილური ჯგუფები პატრულირებენ მეორეხარისხოვან გზებზე. მუნიციპალიტეტებში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო; მიმდინარეობს ტერიტორიის სრული დეზინფექცია.

წითელ ზონაში მყოფი მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ ინფორმაციას სამ ენაზე იღებენ. ბოლნისსა და მარნეულში ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ სასურსათო მაღაზიები, თუმცა მომხმარებლებს რიგში ჩადგომა სოციალური დისტანციის დაცვით უწევთ.

დღის ამბები