25 აპრილი 2024,   01:05
ვრცლად
ლარის კურსის დასასტაბილურებლად ეროვნული ბანკი ბაზარზე ინტერვენციებს გაახშირებს - პაპუნა ლეჟავა

ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა.

პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, რომ COVID 19-ის გავრცელებისა და პანდემიის პირობებში, ეროვნული ვალუტა მსოფლიო მასშტაბით ბევრ ქვეყანაში გაუფასურდა. მისი თქმით, ლარის გაუფასურება, ამ ეტაპზე, მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, თუმცა სამომავლო სურათის განსაზღვრა რთულია. 

პაპუნა ლეჟავას ინფორმაციით, ეროვნული ბანკი ბაზარზე ინტერვენციებს გაახშირებს და ეს მოხდება როგორც ტრადიციულად, აუქციონის ფორმით, ისე პირდაპირი გზით. მისივე განმარტებით, ეს არ გულისხმობს, რომ არსებობს რაიმე ტარგეტირებული კურსი, რომლის შენარჩუნებასაც ეროვნული ბანკი ცდილობს - კურსს თავისუფალი ბაზარი დაადგენს.

კითხვაზე, თუ რამდენის დახარჯვას აპირებს ეროვნული ბანკი ლარის დასტაბილურებისთვის, პაპუნა ლეჟავამ უპასუხა, რომ წინასწარ ხარჯვის თანხა განსაზღვრული არ არის, თუმცა არც რამე ლიმიტი არსებობს. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს 3.5 მილიარდი დოლარის რეზერვი აქვს და, ამასთან, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ იქნება დახმარება დონორების მხრიდან. როგორც პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, დონორების მიერ გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილიც მოხვდება სავალუტო ბაზარზე.

დღის ამბები