19 აპრილი 2024,   02:30
ვრცლად
დივერსიფიცირებულ ეკონომიკურ პაკეტს მთავრობა იმ მოქალაქეებს შესთავაზებს, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ - ირაკლი კოვზანაძე

რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ეკონომიკის სტიმულირებისთვის - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე იმ 1 მილიარდიან პაკეტზე საუბრობს, რომელიც გადასახადების და საბანკო სექტორში სხვადასხვა ვალდებულების გადავადებას ითვალისწინებს.

1 მილიარდიანი პაკეტი  ითვალისწინებს სოციალურ დახმარებას, ასევე, იმ მოქალაქეების დახმარებას, რომლებიც უმუშევრობით გამოწვეული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.

დივერსიფიცირებულ პაკეტზე მუშაობა, რომელიც ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთავრობამ დღეს უნდა წარადგინოს, თითქმის დასრულებულია.

"მინდა გითხრათ, რომ სამთავრობო გუნდი უკვე კარგა ხანია მუშაობს იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს სოციალური რისკების დაზღვევას, რაც არსებულმა გლობალურმა პრობლემამ წარმოშვა. ეს არის ვირუსი, რომელიც გლობალური პრობლემა გახდა მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოსთვის. აქედან გამომდინარეა ის თემები და პრობლემები, რომლებიც მთავრობის წინაშე დადგა.

პირველი ეტაპი ამ თვალსაზრისით გამოცხადდა თითქმის 7-10 დღის წინ და დაახლოებით, ეს იყო 1 მილიარდიანი პაკეტი. ეს პაკეტი ასევე, ითვალისწინებდა გადასახადების გადავადებას იმ სექტორების მიმართ, რომლებიც პირველ რიგში დაზიანდნენ, იყო ტურიზმი, სასტუმროები, აქ იყო მოგების და საშემოსავლო გადასახადების გადავადება და თითქმის 100 მილიონს შეადგენდა. ასევე ფიზიკური პირები, რომლებსაც უწევდათ სხვადასხვა ვალდებულების გადავადება საბანკო დაწესებულებებში. იქ 3 თვით მოხდა გადავადება. ასევე, არის ამ პაკეტში თქვენ მოგეხსენებათ, 600 მილიონი ლარის დღგ-ს დაბრუნება დამატებით და ეს პაკეტი მთლიანობაში არის 1 მილიარდი ლარის ფარგლებში. ეს იყო პირველი ეტაპი,"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. 

კოვზანაძის თქმით, დამატებით ნაბიჯებთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია. რამდენიმე საათში  ამ მიმართულებით უკვე გაცხადდება რეალურად ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა ფიქრობს და არის სხვადასხვა კომპონენტი.

"აქ იქნება ჩადებული სხვადასხვა დახმარებები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უმუშევარნი დარჩნენ ან მომავალში ემუქრებათ მათ უმუშევრობა. სხვადასხვა მიმართულებით იქნება ამ პაკეტში დახმარება. პირველ რიგში იქნება ფიზიკური პირები, ორგანიზაციები და სხვადასხვა, მათ შორის სოციალური დახმარებაც. ეს არის დივერსიფიცირებული პაკეტი, რომელსაც მთავრობა შესთავაზებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ ან მომავალში შეექმნებათ არსებული პრობლემისგან. ეს პაკეტი არსებობს, ეს პაკეტი თითქმის დასრულებულია, უახლოესი საათების საკითხია, როდესაც საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ამ პაკეტს წარადგენს. ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული რისკების გადაზღვევას ამ ადამიანების მიმართ," - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დღის ამბები