19 აპრილი 2024,   12:40
ვრცლად
მთავრობა უახლოეს დღეებში წარმოადგენს ანტიკრიზისულ გეგმას - მამუკა მდინარაძე

ხელისუფლებისთვის არარეალურია ის ანტიკრიზისული გეგმა, რომლის შესახებაც განცხადებებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტია აკეთებს.

"ვისმენთ რაღაც ანტიკრიზისულ გეგმებს, რომ შეკრიბო ციფრები, იმდენად არარეალისტური და პოპულისტურია, ალბათ მივიღებთ ჩვენს ნაერთ ბიუჯეტზე მეტს და საერთოდ რაც გვაქვს ბიუჯეტი, იმაზე გაცილებით მეტ თანხებს მივიღებთ, რაც მათი აზრით უნდა დარიგდეს საზოგადოებაში. თვითონაც იციან, რომ ეს არის არარეალისტური. საუბრობენ იმიტომ, რომ მოიგონ რაღაც სეგმენტის გული, მაგრამ ხალხი ყველაფერს ხედავს.

მთავრობა უახლოეს დღეებში წარმოადგენს ანტიკრიზისულ გეგმას, რაც იქნება რეალისტური, რეალისტური ციფრებით. რაც იქნება საჭიროებებზე სეგმენტურად მორგებული და მე ვფიქრობ, ამ გეგმის ფარგლებში ერთი მხრივ, ეკონომიკის სტიმულირებას, მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობის დახმარებას შევძლებთ," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები