25 აპრილი 2024,   14:57
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 7 პაციენტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა

სტაბილურია იმ 3 ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მათი მდგომარეობა დაწყებულ მკურნალობას ემორჩილება. პაციენტების მონაცემები ლუგარის ცენტრშია გადაგზავნილი. 

"სამივე ახალშობილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ემორჩილება დაწყებულ მკურნალობას. რაც შეეხება ორსულ გოგონას, ის ვირუსით არის ინფიცირებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დაავადებულია, ვინაიდან მასთან პათოლოგიური მდგომარეობა არ ვლინდება. რადგან არ ვიცით კორონავირუსის ბიოლოგიური სტრატეგია, ამიტომ, მას ვაკვირდებით განყოფილებაში," - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა. 

პოზიტიური ინფორმაციაა ის, რომ ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფ 7 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 2 მათგანი კი კლინიკიდან უკვე გაწერეს. 

"კარგი ცნობებით ვარ, ყველა ის ტესტი, რომელიც ჩვენთან მყოფ პაციენტებს ჩაუტარდა, უარყოფითი აღმოჩნდა. ორი პაციენტი უკვე გავწერეთ. ორივე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. გრძელდება მკურნალობა დანიშნულების მიხედვით,"- განაცხადა ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა კახა იშხნელმა

დღის ამბები