18 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
სალომე სამადაშვილი მთავრობისგან სწრაფი ტესტების შეძენაზე კონტრაქტების გასაჯაროებას ითხოვს

"ნაციონალურ მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მთავრობისგან სწრაფი ტესტების შეძენაზე კონტრაქტების გასაჯაროებას ითხოვს.

"ჩვენ გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ეს კრიტიკული ინტერესი ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთხელ ზიანდება სწორედ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის კარზე სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, იმისათვის, რომ ხელში ეს ძალიან მომგებიანი კონტრაქტები ჩაიგდონ.

მოვითხოვთ მოგვაწოდონ სრული ინფორმაცია ყველა იმ მოლაპარაკებაზე, რომელიც მიმდინარეობს ტესტების შეძენის თაობაზე," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები