19 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
აქვს ურთიერთობა უცხოელებთან - მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი პაციენტის დაინფიცირება მოგზაურობას არ უკავშირდება

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 85-მდე გაიზარდა. ინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან ერთი გვიან ღამით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალ პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ უფიქსირდება და ახლა სწორედ მისი ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს. ეზუგნმაიას ინფორმაციით, პაციენტს სამსახურიდან გამომდინარე, უცხოელებთან ხშირი კონტაქტი აქვს.

"ეს პაციენტი დადასტურდა გუშინ და კვლევის პროცესია და ალბათ, ხვალ-ზეგ მოგახსენებთ წყაროს. მოგზაურობა არ არის. როგორც ჩემთვის ცნობილია, სამსახურეობრივად აქვს ურთიერთობა უცხოელებთან, მაგრამ ჩემთვის ეს მაინც უცნობია. ჩავთვალოთ, რომ წყარო კვლევაშია ამ წყაროს აუცილებლად მოგახსენებთ. ქალბატონი ავადმყოფობის გამო უკვე ბინაზე იმყოფებოდა. თუ ამას ჩავთვლით თვითიზოლაციად, კი ბატონო. ავად იყო რამდენიმე ხანი და ის საკუთარ სახლში იყო თვითიზოლაციაში," - ამბობს მარინა ეზუგბაია. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში მათთანაც გამოჯანმრთელება დადგეს.

"მე ზოგადად შემიძლია გითხრათ ესეთი რამ, რომ როდესაც ჩვენთან დაიწყო COVID-ის გამოვლენები, მეტნაკლებად, ჭარბობდა ახალგაზრდა ასაკი და საშუალო. ბოლო 10 დღეა შეიცვალა ასაკობრივი სპექტრი. ანუ, 60 წელს გადაცილებული უკვე 7 პაციენტია, 70-ს გადაცილებული სამი, 80-ს გადაცილებული კი 2. ასაკი გარკვეულწილად მაღალი რისკის შემცველია და ასეთ პაციენტებთან დაავადების მიმდინარეობის პროგნოზი და გამოსავალი რთულია და ამაზე ლაპარაკი მარტივი არ არის," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

 

 

დღის ამბები