28 მაისი 2020,   22:30
ვრცლად
ამ დინამიკით შეიძლება დიდ პიკში არც შევიდეთ - ამირან გამყრელიძე COVID-19-ის გავრცელებაზე

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი მატება არ შეინიშნება. ამის შესახებ "კურიერს" დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა განუცხადა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვირუსის გავრცელებიდან მეოთხე კვირას შემთხვევების ზრდის დინამიკა დუნეა. საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციების დაცვის პირობებში კი, ვირუსის პიკური მატება შესაძლოა არც კი მოხდეს.

"ჯერჯერობით მატების დინამიკა ქვეყანაში არის მსუბუქი. დამთავრდა 4 კვირა პირველი შემთხვევიდან, მე-5, მე-6 კვირა არის საფრთხილო, განსაკუთრებით მე-7, მე-8 კვირა, თუ კიდევ ეს ერთი თვე ამ დინამიკით ვიარეთ, როგორც მოვდივართ პირველი შემთხვევიდან, შეიძლება დიდ პიკში არც შევიდეთ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, ამ დროისთვის დადასტურებულია 85 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 14.

დღის ამბები