19 აპრილი 2024,   19:33
ვრცლად
აპრილის თვის წინაწარ ჩარიცხული პენსიები ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განსხვავებული წესით გაიცემა

საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიონერს, აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაერიცხება, - შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პენსიები განსხვავებული წესით გაიცემა. თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ დღეიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში - აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას. პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებ-გვერდი myliberty.ge, ან დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე - 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან - 208. საქართველოს მთავრობა მიმართავს თხოვნით პენსიონერებს, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდონ ფულის გამოსატანად ბანკის რიგში დგომას და გაითვალისწინონ, რომ პლასტიკური ბარათით გადახდა დღეს ფაქტობრივად ყველა მომსახურების მიღებისას არის შესაძლებელი.

"28 რიცხვიდან, უკვე ყველა პენსიონერს ჩვენს მიერ სპეციალურად გაკეთებული რიგით შეეძლება ამ ბარათებიდან ფულის გამოტანა, ბანკომატებიდან და სერვისცენტრებიდან. ჩვენ სპეციალურად შევქმენით ვებგვერდი myliberty.ge სადაც შესაძლებელია იმის ნახვა, თუ ვის როდის შეუძლია ნაღდი ფულის აღება, ჩვენს ჩვენს ბანკომატებსა თუ სერვისცენტრებში," - განაცხადა "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

დღის ამბები