24 აპრილი 2024,   14:57
ვრცლად
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მამაკაცს covid-19 არ დაუდასტურდა - რა მდგომარეობაა კახეთის რეგიონში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მამაკაცს, რომელსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა covid-19 არ დაუდასტურდა.

50 წლამდე კაცი მაღალი ცხელებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა. 

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ბოლო ინფორმაციით კი სამი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 9 საკარანტინო სივრცეში 555 მოქალაქე იმყოფება. ამ ეტაპზე ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 360 მდე შემცირდა. საინკუბაციო პერიოდის გასვლის გამო 112 პირს თვითიზოლაციის ვალდებულება მოეხსნა. 

ერთი ხანდაზმული მამაკაცი ასაკისა და თანმხლები დაავადებების გამო თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ შემთხვევაში კახეთის აზერბაიჯანულ სოფლებთან, ან მარნეულის შემთხვევასთან არანირი კონტაქტი ან კავშირი არ იკვეთება.

დღის ამბები