25 აპრილი 2024,   21:09
ვრცლად
"საქართველოს ბანკი" ჯანდაცვის უწყებისთვის ლაბორატორიულ ტესტებს, სასუნთქ აპარატებს, ხელთათმანებსა და პირბადეებს შეიძენს

"საქართველოს ბანკი" COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების მიღებას აგრძელებს. "საქართველოს ბანკი" ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამ ეტაპზე ყველაზე საჭირო სამედიცინო ნივთებს - ლაბორატორიულ ტესტს, სასუნთქ აპარატს, ხელთათმანსა და პირბადეს შეიძენს. ჯანდაცვის უწყებას ვირუსთან ბრძოლის ეფექტურად გასაგრძელებლად 20 000 PCR ტესტი, 10 სასუნთქი აპარატი, 50 000 პირბადე და 60 000 ხელთათმანი გადაეცემა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს ბანკმა შეიძინა ლაბორატორიული კვლევის ტესტები, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი დღეს ვირუსთან ბრძოლის საქმეში, სულ რამდენიმე დღეში 20 ათასი ტესტი გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე შეძენილი იქნა და უკვე გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს დღეს არსებული საჭირო სამედიცინო ნივთები, როგორიცაა პირბადეები, ერთჯერადი ხელთათმანები, ასევე ხელოვნური სუნთქვის აპარატები," - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ საოპერაციო მიმართულებით, ლევან ყულიჯანაშვილმა.

დღის ამბები