20 აპრილი 2024,   02:21
ვრცლად
ლუგარიდან საბედნიეროდ მხოლოდ ერთი დადებითი პასუხი მოვიდა, 30-მდე პაციენტი დატოვებს კლინიკას - ლევან რატიანი

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 85-მდე გაიზარდა. ინფიცირებული 2 ახალი პაციენტიდან ერთი გვიან ღამით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე პაციენტი კი თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის მკურნალობას.

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანის განცხადებით, ჩატარებული ტესტების შედეგად, ლუგარის ლაბორატორიიდან მხოლოდ ერთი დადებითი პასუხი მოვიდა, დანარჩენთან დაკავშირებით პასუხები უარყოფითია. შედეგად, ლევან რატიანის თქმით, 30-მდე ადამიანი კლინიკას დატოვებს და საკარანტინე ზონაში გადავა.

"ჩატარებული კვლევის შედეგად, ლუგარის ლაბორატორიიდან, მოვიდა საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა, დანარჩენი მოვიდა უარყოფითი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ეს პაციენტები დაახლოებით სამი ათეული დღეს დატოვებს კლინიკას და გადავა საკარანტინო ზონაში," - განაცხადა ლევან რატიანმა. 

დღის ამბები