25 აპრილი 2024,   14:26
ვრცლად
COVID 19-ით ინფიცირებულ ორსულ ქალის მდგომარეობა სტაბილურია - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, COVID 19-ით ინფიცირებულ ორსულ ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და რაიმე კლინიკური გამოვლინებები არ აღენიშნება.

როგორც ექიმი ლევან რატიანი ამბობს, აღნიშნული პაციენტი, რომელიც თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიაში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, ორსულთა შორის პირველი შემთხვევაა ვისაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ის პირველი ინფიცირებულია ქვეყანაში, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, კლინიკური გამოვლინებები არ ვლინდება, მიმდინარეობს მონიტორინგი, რომ არც ერთი სიმპტომი არ გამოგვრჩეს," - განაცხადა ლევან რატიანმა. 

დღის ამბები