31 მაისი 2020,   07:59
ვრცლად
1700 გარდაცვლილი და 100 ათასი ინფიცირებული - ტრამპი "ჯენერალ მოტორს" სავეტინალაციო სისტემის დამზადების დაჩქარებისკენ მოუწოდებს

თითქმის 600 ათასი ინფიცირებული და 27 ათასზე მეტი დაღუპული - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო სტატისტიკა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათას გადააჭარბა, გარდაცვლილია 1700 ადამიანი. ინფიცირებულია რამდენიმე კონგრესმენი. როგორც ქვეყანაში მედიკოსები აღნიშნავენ, მათ არ ჰყოფნით დამცავი აღჭღურვილობა. ამერიკის პრეზიდენტი "ჯენერალ მოტორს" სავეტინალაციო სისტემის დამზადების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

"ჯენერალ მოტორსმა სასწრაფოდ დაიწყოს სავენტილაციო სისტემების წარმოება. იმასვე ვთხოვთ სხვა კომპანიებსაც. გვსურს ამ სისტემებზე ფასები გაორმაგდეს, ან თუნდაც გასამმაგდეს. როცა კომპანია ასეთ დროს მოლაპარაკებას იწყებს, ეს ქვეყნისთვის საზიანოა," - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

დღის ამბები