31 მაისი 2020,   07:56
ვრცლად
5698 ინფიცირებული და 93 გარდაცვლილი - თურქეთი საერთაშორისი ფრენებს წყვეტს 

საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში COVID-19-ის შემთხვევები მატულობს.

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 165 ადამიანს მიაღწია. 

5698 - დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა თურქეთში. ქვეყანაში ინფექციას უკვე 93 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის პრეზიდენტი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ერდოღანის განცხადებით, ჩერდება ფრენები და შეიქმნება პანდემიასთან ბრძოლის საბჭო. 

"დარჩით სახლებში, გარეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გახვიდეთ, თუ პროდუქტების შეძენა ან ექიმთან ვიზიტი გსურთ. შექმნილი ვითარების გამო, შეჩერდება ყველა საერთაშორისი ფრენა და შეიქმნება პანდემიასთან ბრძოლის საბჭო. ჩვენს მიერ მიღებული ნებისმიერი ზომა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ემსახურება," - განაცხადა ერდოღანმა. 

დღის ამბები