31 მაისი 2020,   06:43
ვრცლად
ლარის კურსი უნდა გახდეს პროგნოზირებადი - ნინო ბურჯანაძემ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მისი ვარიანტი ქვეყნის ბიუჯეტის შესაძლებლობებს ერგება.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, ლარის კურსის სწრაფი ვარდნა მოსახლეობას მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის, სებ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯები კი არასაკმარისია.

"ჩვენ ერთიან საქართველოს გვინდა წარმოგიდგინოთ შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა, სწორედ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

პირველი, ჩვენ შედარებით ეფექტურად გავუმკლავდით COVID 19-ს, თუმცა ლარის კურსმა კატასტროფული ვარდნა განიცადა, რაც ძალიან მძიმე პრობლემებს უქმნის ჩვენს მოსახლეობას. ამის ობიექტური მიზეზებიც არის - ტურიზმის გაჩერება, უცხოეთიდან გზავნილების მკვეთრი შეჩერება, ექსპორტის შემცირება. მაგრამ, სამწუხაროდ, არის ობიექტურის გარდა, სუბიექტური მიზეზიც, ეს არის გაურკვევლობა. ეროვნული ბანკის ინტერვენციები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის. ის ხორციელდება არა თანმიმდევრულად და არაეფექტურად.

ლარის კურსი უნდა გახდეს პროგნოზირებადი. ამისათვის ვთვლით, რომ აუცილებელია კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და რა სიხშირით გამოიყენებს ეროვნული ბანკი ჩვენს სამ მილიარდიან სავალუტო რეზერვებს, ასევე ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის სხდომა სასწრაფოდ უნდა იქნეს მოწვეული რიგგარეშედ, რომ მსჯელობა მოხდეს ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკაზე," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

 

დღის ამბები