თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ცოტა ხნის წინ ვარშავა-თბილისის რეისი დაეშვა, რომელსაც LOT Polish Airlines ასრულებს. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა, რომ 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა, ისევ განხორციელდება.
კერძოდ, 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს - ათენი-თბილისის, 26 მარტს კი ვენა-თბილისის რეისი.
საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგში შევიდა ცვლილება და მას 3 აპრილს დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც შეასრულებს კომპანია Georgian Airways.
განრიგის თანახმად, 3 აპრილს ასევე თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია LOT Polish Airlines. აღნიშნულ რეისებზე ბილეთები გაიყიდება - ბერლინის შემთხვევაში კომპანია Georgian Airways-ის,ხოლო ვარშავის შემთხვევაში კომპანია LOT Polish Airlines-ის ვებ-გვერდებზე.
შეგახსენებთ ფრენების არსებულ განრიგს:
31 მარტი - ამსტერდამი-თბილისი - Georgian Airways
3 აპრილი - ბერლინი-თბილისი - Georgian Airways
3 აპრილი - ვარშავა-თბილისი - LOT Polish Airlines