18 აპრილი 2024,   09:04
ვრცლად
მარნეულიდან ორმხრივი პნევმონიით გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა - რესპუბლიკურში შვიდი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ლევან გოფოძე აცხადებს, რომ COVID-19-ით მარნეულიდან გადმოყვანილი 80 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 44 პაციენტია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ლევან გოფოძე აცხადებს, გუშინ 14 ადამიანს ჩაუტარდა COVID 19-ზე ტესტი და პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითია. დღესვე მან განაცხადა, რომ დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოს 10 პაციენტი დატოვებს. 

"რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 44 პაციენტი. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ შორის გაუმჯობესდა შედარებით მდგომარეობა იმ პაციენტის, რომელიც მარნეულიდან იქნა გადმოყვანილი ორმხრივი პნევმონიით და სეპტიური შოკით. დღეს კიდევ შვიდ პაციენტზე ველოდებით პასუხებს. ოპტიმისტურად ვართ ამ თვალსაზრისით განწყობილი," - განაცხადა ლევან გოფოძემ

დღის ამბები