19 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს, ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად მოვიდნენ იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ - პრემიერი

კორონავირუსის სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდიდან, რუხის საავადმყოფოს მონახულების დროს უპასუხა. გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება უსმენს პროფესიონალებს და მათ რჩევებს ითვალისწინებს. გახარიას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით სამედიცინო საკითხზე ისეთი პირები საუბრობენ, რომელთაც მედიცინაზე წარმოდგენაც არ აქვთ:

"იმდენი სპეკულირება მიმდინარეობს, ასეთი ტესტი, ისეთი ტესტი, ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ტესტებზე და მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია შემდეგი რამ, საქართველო, თუ დღეს სხვებთან შედარებით ნორმალურად უმკლავდება გამოწვევებს, ეს იმიტომ რომ ჩვენ ვუსმენთ პროფესიონალებს.

 როდესაც ეპიდემიოლოგიაზეა საუბარი, პოლიტიკოსებს კი არ ვუსმენთ, ვუსმენთ ეპიდემიოლოგებს, როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი, ვზივართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საფინანსო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ, როდესაც მოქალაქეების პირდაპირ მიზნობრივ დახმარებაზეა საუბარი, მაშინ პირდაპირ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან და არავის რჩევა და ჭორაობა არ გვჭირდება.

თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია ქვეყანას და ჩვენ მოქალაქეებს მიეხმაროს, მოვიდნენ იქ სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონეებს და იქ დაგვეხმარონ და არა ასე ტელევიზორიდან პოლიტიკურად იკეკლუცონ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები