28 მაისი 2020,   16:21
ვრცლად
აღვჭურვეთ 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით, მოგვიწევს ბევრი მუშაობა ექიმების მოგროვებაზე - ტიკარაძე რუხის საავადმყოფოზე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რუხის საავადმყოფო 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით აღიჭურვა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საავადმყოფოს აღჭურვისა და პერსონალის მოგროვების პროცესი გრძელდება:

"ჩამოვიტანეთ და აღვჭურვეთ 11 სასუნთქი აპარატითა და 25 საწოლით. შევხვდით ექიმებს და "სტაფის" იმ ნაწილს, რომელიც აქ დასაქმდება. რა თქმა უნდა, გამოიკვეთა საკმაოდ ბევრი პრობლემატიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მოგვიწევს კიდევ ბევრი მუშაობა ექიმების, "სტაფისმოგროვებაზე," -  განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრის თქმით, ადგილზე იქნება სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც თვალ-ყურს მიადევნებს იმას, რომ პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართოს.

დღის ამბები