25 აპრილი 2024,   20:43
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომლის მდგომარეობა მძიმე არ არის - მიმდინარეობს პირველწყაროს მოძიება - მარინა ეზუგბაია

თავდაცვის სამინისტროს 6 დაინფიცირებული თანამშრომლის მდგომარეობა სტაბილურია - ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ საზოგადოებას დღეის მდგომარეობით არსებული ბოლო მონაცემები გააცნო. 

"დღეს დილის მონაცემებით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევა უკვე 90-ია. გუშინ ჩვენს ცენტრში ტესტირება 14 ადამიანს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი იყო.

2 პაციენტთან განმეორებით ტესტირების შემდეგ პასუხი უარყოფითი იყო. ისინი დღეს დატოვებენ ჩვენს კლინიკას.

გუშინ ქვეყანაში 16 გამოჯანმრთელებული იყო, აქედან 15 იყო ჩვენი პაციენტი, ამჯერად ჯამში 18 გამოჯანმრთელებული გვყავს. გაგეხარდებათ და გეტყვით, რომ მათგან 2 ბავშვია. სულ არსებული 5 ინფიცირებული ბავშვიდან 2 უკვე გამოჯანმრთელებულია. სამი დაგვრჩება, მათი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელს, რომელთაც ვირუსი დაუდასტურდათ, ისინი სამოქალაქო პირები არიან, არცერთი სამხედრო პირი არაა. ამ ჯგუფს ერთმანეთთან სამსახურეობრივი კონტაქტი ჰქონდათ. ჯერჯერობით მიმდინარეობს პირველწყაროს მოძიება. ამიტომ, ვერ ვიტყვით მათთან რა სიტუაციაა. ისინი გორის ჰოსპიტალში იმყოფებიან და მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის. 

მძიმე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. 2 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. 80 წელს გადაცილებულთან შეინიშნება მდგომარეობის სტაბილიზაცია და კარგია თუ ეს შენარჩუნდება. მეორე პაციენტის მდგომარეობა კი, დილისთვის მკვეთრად არ გაუარესებულა. 

90 პაციენტიდან ჩვენთან 46-ია, დანარჩენი სხვა 6 დაწესებულებაში. ჩვენი 46 პაციენტიდან 15 უკვე გაეწერა, ამჯერად კი 2 ემზადება წასასვლელად," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები