საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია დღეს საკვირაო მეორე წირვას ბოდბის დედათა მონასტერში ესწრება. ილია მეორე და მეუფე იაკობი საკვირაო წირვას ერთად აღავლენენ.
მსახურება რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს, მრევლი ლოცვას მონასტრის მიმდებარედ დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით, ტაძრის გარეთ ისმენს.
მრევლი ერთი მეტრის დისტანციის წესს იცავს, ხოლო უშუალოდ ეკლესიაში მსახურებას მხოლოდ მღვდელმსახურები აღავლენენ.