23 აპრილი 2024,   23:06
ვრცლად
აჭარაში მყოფი ერთი პაციენტი საშუალოზე მძიმე მდგომარეობაშია, მას ახალი ვირუსის პარალელურად ორმხრივი პნევმონია აქვს

კორონავირუსით დაინფიცირებული 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა და ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. საშუალო სიმძიმისაა კლინიკაში მოთავსებული კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, ის 50 წლამდე ასაკის ქალია. მასაც ორმხრივი პნევმონია აქვს.

ბათუმში COVID-19 ინფიცირებული 7 პირია. პაციენტები ორ სამედიცინო დაწესებულებაში - ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა "მედალფაში" არიან გადანაწილებულები.

"ერთი პაციენტი საშუალოზე მძიმე მდგომარეობაშია. მას ორმხრივი ტოტალური პნევმონია აღმოაჩნდა და გადაყვანილია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. მას სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში აქვს. ორ პაციენტზე კი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს ვირუსი, მათ არანაირი გამოხატულება არ აქვს, თუმცა COVID-19 დადასტურებული აქვთ," - განაცხადა ჰოსპიტალური ქსელის "მედალფას" აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა ლევან ანთაძემ.

ბოლო ინფორმაციით, აჭარაში კარანტინის ზონაში 2000-მდე პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 150-მდე მოქალაქეა.

დღის ამბები