03 ივნისი 2020,   19:26
ვრცლად
"იზრდება ინფექციის უკონტროლო გავრცელების რისკი, მაგრამ სიტუაცია იმაზე უკეთესია, ვიდრე მოსალოდნელი იყო" - თენგიზ ცერცვაძე

ქვეყანაში შიდა გავრცელება დაიწყო. უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვეღარ ხერხდება იმის დადგენა, თუ სად და ვისგან მოხდა პირების დაინფიცირება.

ქვეყნის მასშტაბით ასეთი მინიმუმ 2 შემთხვევაა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ეს მასობრივი გავრცელების სტადია არ არის და თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს შეასრულებენ, ვითარება სრულად კონტროლირებადი იქნება.

პოზიტიური პროგნოზის საფუძველს ექიმებს მარნეულის შემთხვევა აძლევთ, როდესაც გავრცელების მასშტაბი ფაქტობრივად თითქმის იგივე იყო, რაც იდენტიფიცირებული შემთხვევების დროს.

როგორც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ინფექციის უკონტროლო გავრცელების რისკი იზრდება, თუმცა მდგომარეობა იმაზე უკეთესია, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

"იზრდება ინფექციის უკონტროლო გავრცელების რისკი, მაგრამ სიტუაცია იმაზე უკეთესი გამოდგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები