19 აპრილი 2024,   07:44
ვრცლად
ოზურგეთის საკათედრო ტაძარში წირვას მრევლი ტაძრის ეზოში, ხმის გამაძლიერებლების საშუალებით ისმენდა

ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა მეუფე იოსებმა აღავლინა.

წირვის მიმდინარეობის განმავლობაში მრევლის ნაწილი ტაძრის ეზოში, სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე იდგა და ლოცვას ხმის გამაძლიერებლების საშუალებით ისმენდა.

როგორც მრევლის წევრები ამბობენ, აღნიშნული წესები სრულიად მისაღებია და ზედმიწევნით აღასრულებენ.

დღის ამბები