18 აპრილი 2024,   19:40
ვრცლად
საკვირაო წირვაზე მრევლი მაქსიმალურად იცავდა რეკომენდაციებს, ამიტომ საფრთხეს არავინ წარმოადგენს - დეკანოზი გიორგი სამანაშვილი

დღეს ქვეყანაში მოქმედ მართლმადიდებელ ტაძრებში საკვირაო წირვა ტარდება. ეკლესიებში მრევლს მკაცრი რეკომენდაციების შესრულება უწევთ.

მთავარი რეკომენდაცია დისტანციის დაცვაა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბოდბის მონასტერში იმყოფება. ილია მეორე და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საკვირაო წირვას აღავლენენ.

რეგიონებში და დედაქალაქში მრევლი მობილიზებულია და პროტოკოლის წესებს ემორჩილებიან.

მრევლი დილიდან შეიკრიბა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სპეციალური სანიშნებია, სად უნდა იდგნენ ადამიანები, რომ დისტანცია ზუსტად იყოს დაცული.

მრევლის თქმით, ადამიანები მობილიზებულები არიან და პატრიარქის კურთხევას მაქსიმალურად ასრულებენ.

დეკანოზი გიორგი სამანაშვილი აცხადებს, რომ ტაძრებში რეკომენდაციები მაქსიმალურად დაცულია.

"რეკომენდაციებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ამიტომ საფრთხეს არაფერი წარმოადგენს. განსაცდელის დროს უფრო მეტად ძლიერდება ადამიანი. წმინდა ზიარების წესი ნამდვილად არ შეიცვლება," - განაცხადა დეკანოზმა.

საპატრიარქო კი იმ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, მოუწოდებს ეკლესიებში სიარულისგან თავი შეიკავონ.

დღის ამბები