29 მაისი 2020,   00:22
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროს დაინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი 8 პირი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს 

თავდაცვის სამინისტროს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი 8 პირი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სადაც ისინი დაკვირვების ქვეშ იქნებიან.

შეგახსენებთ, სამინისტროს 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგიონდა. დაიფიცირებულები მკურნალობის კურსს გორის სახმედრო ჰოსპიტალში გაივლიან.

ამ დროისთვის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე მკურნალობს დადასტურებული დიაგნოზის მქონე 3 სხვა პაციენტიც, ხოლო საკარანტინო სივრცეში 50 პირს აკვირდებიან. აქედან 29 სამხედრო მოსამსახურეა. 

 

დღის ამბები