25 აპრილი 2024,   11:13
ვრცლად
"უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო კარგად დავიცავთ წესებს, მით ნაკლებ სიცოცხლეს დავკარგავთ" - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს წერილი გაუგზავნა, სადაც ის კორონავირუსზე, მოსალოდნელ შედეგებსა და პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებაზე საუბრობს და მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

"დასაწყისიდანვე გვსურდა, სწორ დროს სწორი ზომები გაგვეტარებინა. არ დავზარდებით ამ ზომების კიდევ უფრო გამკაცრებასაც, თუკი ამას სამეცნიერო და სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები გვირჩევენ. მსურს, გამოგიტყდეთ, რომ სიტუაციის გაუმჯობესებამდე მდგომარეობა გაუარესდება. თუმცა სწორ მოსამზადებელ ნაბიჯებს ვდგამთ და უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო კარგად დავიცავთ წესებს, მით ნაკლებ სიცოცხლეს დავკარგავთ და ცხოვრებაც მით უფრო მალე დაუბრუნდება კალაპოტს,"- წერს ბორის ჯონსონი წერილში, რომელიც მან დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ 30 მილიონ ოჯახს გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბორის ჯონსონს კორონავირუსი აღმოაჩნდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 17 089 შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულთა რაოდენობა კი 1 019-ია.

დღის ამბები