25 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
პოლიციის კონტროლის გამკაცრებული ზომები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

უკვე რამდენიმე საათია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო ზომები მოქმედებს. პოლიცია კონტროლის გამკაცრებულ რეჟიმზე გადავიდა. ფოთისა და ზუგდიდის ცენტრალურ შესასვლელებთან ბლოკ-საგუშაგოებია.

გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სპეციალურად შექმნილი ჯგუფები მოქალაქეებს ამოწმებენ. ამ დროისთვის სამართალდამცველები ქუჩაში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში, ხვალიდან მოქალაქეებს დააჯარიმებენ.

პარალელურად ზუგდიდის ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება, სადაც დღეს დილიდან გარევაჭრობა აიკრძალა. 

"მთელი პოლიცია და პატრული აქ იყო. ხალხი გაფრთხილებულია, რომ არ იყოს თავშეყრის ადგილები. ბაზარში ყოველ ღამე ტარდება დეზინფექცია,"- აცხადებს ზუგდიდის ბაზრის ერთ-ერთი მოვაჭრე. 

ამასთან, ზუგდიდში სასურსათო კალათები დაწესდა, ამით მუნიციპალიტეტი 700 ოჯახის მომარაგებას უზრუნველყოფს. 

"ვახდენთ საკვები პროდუქტების მობილიზებას და ჩვენ 1000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარებით პროდუქტებით,"- განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ. 

ადგილობრივები დახმარებისთვის ზუგდიდის მერსა და მუნიციპალიტეტს მადლობას უხდიან.

"დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ზუგდიდის მერსა და მუნიციპალიტეტს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს გვეხმარებიან," - აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

 

დღის ამბები