25 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
კორონავირუსით დაინფიცირებულ 4 პაციენტს კორონავირუსი ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლისგან გადაედო

კორონავირუსის ინფიცირებულთა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა. ახალი პაციენტების კლასტერი დადგენილია. 4 მოქალაქეს COVID-19 ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლისგან გადაედო. დანარჩენი ორი ახალი შემთხვევაც კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ პაციენტთან კონტაქტს უკავშირდება. ოთხი ახალი ინფიცირებული გორშია, ორი კი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ საავადმყოფოში მკურნალობს 98-ე პაციენტი.

"ამ ეტაპზე კლინიკაში 67 წევს, აქედან 17 არის ინფიცირებული. დანარჩენი 50 პაციენტი არის საეჭვო შემთხვევა. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამოაგდო მცნება მოგზაურობის და აქედან გამომდინარე, ყველა მათგან, რომელიც ჩვენ კლინიკაში შემოვა, აქვს თუ არა ისტორია მოგზაურობის, აღენიშნება ცხელება, სუნთქვის უკმარისობა, ექვემდებარება კოვიდინფექციის გამოკვლევას. რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი. მათი მდგომარეობა  ამ ეტაპზე მძიმეა.

რაც შეეხება ახალშობილებს, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ამ ეტაპზე მართვადია," - განაცხადა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორმა ლევან რატიანმა.

დღის ამბები