25 აპრილი 2024,   08:10
ვრცლად
45 000 პირბადე დავარიგეთ ისე, რომ არავის გაუგია და არც აჟიოტაჟი შეგვიქმნია - სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, 45 ათასი პირბადე გადაუდებელი აუცილებლობის მქონე პირებს დაურიგდათ.

აღნიშნული განცხადება მოწერელიამ "დღის კურიერში" გააკეთა.

"მთელს მსოფლიოში პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების პრობლემა არსებობს. პირბადეებთან დაკავშირებით, ჩვენ ავიღეთ აქცენტი პირველ რიგში, იმ საწარმოებზე, რომელიც განთავსებული არიან ჩვენს რეგიონში. უკვე მივიღეთ პირველი ნაწილი პირბადეების, 45 ათასი პირბადე, რომელიც დავარიგეთ. დარიგებულია პირბადეები იმათთვის, ვისაც ეს გადაუდებელი აუცილებლობით სჭირდება. ესენია: მედიკოსები, მოხალისეები, პოლიცია. დანარჩენი რაც დამზადდება უახლოეს მომავალში გადაეცემა სააფთიაქო ქსელებს და მოქალაქეებს," - განაცხადა მოწერელიამ.

მოწერელია ასევე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ პირბადის დარიგების პროცესს.

"ეს 45 000 პირბადე ისე დარიგდა, რომ არავის არ გაუგია და არ შეგვიქმნია აჟიოტაჟი. ამით მინდა გამოვეხმაურო იმ 200 ცალი პირბადის დარიგებას ზუგდიდში, როდესაც მოხდა სოციალური დისტანციის გარეშე დარიგება." - აღნიშნა მოწერელიამ.

დღის ამბები