25 აპრილი 2024,   14:51
ვრცლად
სრულად გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყნის ყველა ქალაქში - საყოველთაო კარანტინის შეზღუდვები

საყოველთაო კარანტინის პირობებში მკაცრად იზღუდება სატრანსპორტო გადაადგილება. როგორც საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, თბილისში სრულად იკეტება მეტრო, ასევე ყველა ქალაქსა და რაიონში ჩერდება მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა. 

გიორგი გახარიას განცხადებით:

· სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.

· დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

· ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.

საყოველთაო კარანტინი და მასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა ძალაში ხვალ დილის 08:00 საათიდან შედის.

დღის ამბები