18 აპრილი 2024,   09:01
ვრცლად
ბლოკ-პოსტები თბილისის გარდა ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის, ფოთის, ქუთაისისა და გორის შესასვლელებთან არის მოწყობილი

მთელი ღამის განმავლობაში ჯარის მობილიზება იყო რეგიონებში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ბლოკპოსტები თბილისის გარდა მოწყობილია ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის, ფოთის, ქუთაისისა და გორის შესასვლელებთან. 

ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეები სამართალდამცავებთან ერთად განლაგდნენ და შემსვლელებსა და გამომსვლელებს მკაცრად აკონტროლებენ. ამასთან, დილიდან იწყება მგზავრების თერმოსკრინინგი.

ასევე გაკონტროლდება ისიც, რომ ერთ სატრანსპორტო საშუალებაში მხოლოდ სამი ადამიანი ისხდეს, მათგან ორი უკანა სავარძლებზე და დამცავი ნიღბებით.

დღის ამბები