24 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
TBC ბანკი ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსის 10 000 სწრაფ ტესტს გადასცემს

TBC ბანკი კორონავირუსის 10 000 სწრაფ ტესტს უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს. ამის შესახებ განცხადება ბანკის facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "თი-ბი-სი" ბანკმა 10 ათასი სწრაფი  ტესტი, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, პროგრამის "თი-ბი-სი შენთვის" ფარგლებში შეიძინა.

"თიბისიმ, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში COVID-19-ის 10 000 სწრაფი ტესტი შეიძინა.

ტესტები უახლოეს დღეებში იქნება საქართველოში და ჩამოსვლისთანავე გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები