18 აპრილი 2024,   12:55
ვრცლად
ორი პაციენტის შემთხვევაში მიმდინარეობს ეპიდკვლევა მათი ინფიცირების შესაძლო წყაროების დასადგენად - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ორის დაინფიცირების წყარო ჯერ ცნობილი არ არის.

როგორც იმნაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნა, ახლად დაინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთების საფუძველს არ იძლევა.

"ბოლო ინფიცირებულების მდგომარეობა, ყველასი, ამ ეტაპზე არ იძლევა შეშფოთების საფუძველს. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ამ ბოლო შემთხვევებიდან საინტერესოა ორი შემთხვევა, დანარჩენი ყველა არის უკვე ცნობილი შემთხვევების კონტაქტებს შორის აღმოჩენილი, ორის შემთხვევაში მიმდინარეობს ეპიდკვლევა იმისთვის, რომ დადგინდეს მათი ინფიცირების შესაძლო წყაროები," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები