25 აპრილი 2024,   09:40
ვრცლად
სწრაფი ტესტების მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებები ძირითადად მიმდინარეობს ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ანტიგენზე დამყარებული 2 000 სწრაფი ტესტი ქვეყანაში კვირას შემოვიდა. თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო დღეს ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრას გეგმავს. შეხვედრის შემდგომ გაირკვევა, რომელ კლინიკაში მოხდება ამ ტესტების გამოყენება.

"ასევე არის 4,000 ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხს იძლევა უფრო გვიან ეტაპზე, თუმცა ამ ორივე ტესტს აქვს თავისი ადგილი დიაგნოსტიკურ ალგორითმში," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, სწრაფი ტესტების მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებები ძირითადად მიმდინარეობს ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან. ინფექციური დაავადებების გამოსაკვლევად საჭირო კარტრიჯების მისაღებად კი ქვეყანა, აღნიშნული კარტრიჯების ერთადერთი მწარმოებელი კომპანიისგან პასუხს, სავარაუდოდ აპრილის ბოლოს ელოდება.

"რაც შეეხება სხვა მიმწოდებლებთან მოლაპარაკებას, სწრაფი ტესტების მიმწოდებელი არის არაერთი. მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც სამხრეთ კორეასთან, ასევე ჩინეთთან და გვპირდებიან ეტაპობრივად სწრაფი ტესტების მოწოდებას მოკლე ვადებში.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სერიოზული მუშაობა Cepheid-თანCepheid​-ის დასახელება შემიძლია, რადგან ცნობილია, რომ არის ერთადერთი მწარმოებელი კომპანია კარტრიჯების, რომელიც ემყარება PCR ტექნოლოგიებს და ეს კარტრიჯები გამოიყენება ბევრი ინფექციური დაავადებისთვის. ქვეყანაში გვაქვს "ჯინ ექსპერტების" აპარატების ქსელი თითქმის ყველა რაიონულ კლინიკაში, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს Cepheid​-ის კარტრიჯების გამოყენება.

Cepheid​-ის შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მაღალი სარწმუნოების და სწრაფად შესრულებად ტესტირებაზე. 

ქვეყანა არის იმ სხვა ქვეყნებთან ერთად გარკვეული მოლოდინის რეჟიმში, ანუ რიგია Cepheid-ის კარტრიჯებზე და იმედი გვაქვს, რომ აპრილის ბოლოსკენ უკვე გვექნება კონკრეტული თარიღი თუ როდის მიიღებს ქვეყანა Cepheid​-ის კარტრიჯებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტესტირების შესაძლებლობას. ვფიქრობთ, აპრილის ბოლოსთვის გვექნება უფრო კონკრეტული პასუხი, თუ როდის მივიღებთ ტესტებს," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

დღის ამბები