საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ პაციენტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
30 წელს გადაშორებული მამაკაცი სამედიცინო ცენტრში გუშინ მოათავსეს. ის თერჯოლის მკვიდრია. არსებული ინფორმაციით, ის თბილისში ერთ-ერთ ლომბარდში მუშაობდა.
ამ დროისათვის პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია, თავად მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, საშუალო სიმძიმისაა.
ამ დროისათვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ორი პაციენტია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა უკვე დატოვა.