19 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
საღამოს 9 საათიდან თბილისის შემდეგ, ბლოკ-საგუშაგოები რუსთავშიც მოეწყობა

თბილისის შემდეგ, ბლოკ-საგუშაგოები 21.00 საათიდან რუსთავშიც მოეწყობა. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ძალები. ისინი მოქალაქეებს ამოწმებენ, რამდენად სრულდება მთავრობის მიერ დადგენილი წესები. 

"იძულებული ვართ ხანდახან გამოვიდეთ. ფული გვინდა, მშივრები ხომ არ ვისხდებით სახლში, ხელფასები გვაქვს ასაღები," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ხორციელდება კონტროლი და კანონის დამრღვევი პირები მკაცრად დაისჯებიან.

"შინაგან საქმეთა სამინისტრის წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლსა და მათ პირველად თერმოსკრინინგს ახორციელებენ," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ. 

დღის ამბები