23 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
პერსონალური მადლობა პაატა იმნაძისგან სოფლის ექიმს - "მან ჩვენი ვებგვერდიდან იცოდა ყველა რეგულაცია და შემთხვევა ამოიცნო"

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოლნისის რაიონის სოფელ კაპანახჩის ექიმს პერსონალური მადლობა გადაუხადა, NCDC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიზანმიმართულად და ნაყოფიერად გამოყენებისთვის. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, სოფლის ექიმმა უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული რეგულაციების მიხედვით შეძლო კორონავირუსის შემთხვევის დადგენა:

"მინდა, პერსონალურად მადლობა გადავუხადო სოფელ კაპანახჩის, ბოლნისის რაიონის, სოფლის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა რა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, რა არის შესაძლო შემთხვევა, მშვენივრად, თავისი ალგორითმი გამოიყენა, ის, რაც მას ჰქონდა ჩვენი ვებგვერდიდან, მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია. მაგრამ მან წაიკითხა, რა ეწერა ჩვენს ვებგვერდზე, მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა,"- განცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები