20 აპრილი 2024,   02:40
ვრცლად
რამდენიმე საათში თელავში ყველა შემსვლელსა და გამსვლელს თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს

ქალაქ თელავთან დამაკავშირებელ ორ ადგილზე ბლოკპოსტების მშენებლობა უკვე დაიწყო. ამ წუთებში შუამთისა და ნაფარეულის ხიდებთან ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები საველე კარვებს ამონტაჟებენ.

საჭირო ინვენტარის დამონტაჟების შემდეგ პოლიცია სამხედრო ექიმების მონაწილეობით მოქალაქეების თერმოსკრინინგს დაიწყებს.

კომენდანტის საათის დაწყებამდე ბლოკპოსტები თელავის ყველა შემოსასვლელში განთავსდება, სადაც შემსვლელი და გამსვლელი მგზავრები თერმოსკრინინგს გაივლიან.

დღის ამბები