20 აპრილი 2024,   12:32
ვრცლად
კორონავირუსი და ქველმოქმედება - მოხალისეები და კომპანიები COVID 19-ის გავრცელების შედეგების წინააღმდეგ

COVID 19-ის გავრცელების გამო და საგანგებო მდგომარეობის პირობებში სოციალურად დაუცველებისა და მარტოხელა მოხუცების დახმარება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხი გახდა. 

უკვე რამდენიმე დღეა, ჰიპერმარკეტებში მარტოხელა, ხანდაზმული მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტი და პირველადი საჭიროების ნივთები გროვდება. ამანათები, რომელსაც წითელი ჯვრის საზოგადოება თბილისის მერიასთან თანამშრომლობით აგროვებს, მარტოხელა მოხუცებს წითელი ჯვრის მიერ გადამზადებული მოხალისეების საშუალებით მიეწოდებათ.

საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით IT მენეჯერი, გიორგი გიორგაძე სამედიცინო პერსონალს საკუთარი ტრანსპორტით უფასო მომსახურებას თავაზობს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს და დილის 09:00 საათიდან შუადღის 12:00 საათამდე უსასყიდლოდ ნებისმიერ მისამართზე გადაადგილებაში დაეხმარება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ფიზიკური პირი თუ კომპანია სოციალურ პასუხისმგებლობას გრძნობს და ეხმარება იმ პირებს, რომელიც ამ ვირუსის გავრცელების გამო ყველაზე მეტად დაზარალდა.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

 

 

დღის ამბები