19 აპრილი 2024,   11:22
ვრცლად
ამსტერდამი-თბილისის რეისით სამშობლოში 179 მოქალაქე დაბრუნდა

თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ ამსტერდამი-თბილისის რეისი დაეშვა. სამშობლოში დღეს საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა.

აეროპორტში შემოწმების გავლის შემდეგ, მათ სხვადასხვა საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ. იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდება, კორონავირუსზე კვლევისთვის კლინიკაში გადაიყვანენ.

თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი საქართველოს ავიახაზებმა შეასრულა.
უახლოეს დღეებში საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან კიდევ 5 რეისი შესრულდება.



 

დღის ამბები