28 მაისი 2020,   11:25
ვრცლად
კახა კალაძე სასულიერო პირებს სთხოვს გაძლიერებულად ილოცონ ჩვენი ქვეყნისთვის და მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდონ

თბილისის მერმა კახა კალაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირი ეთერიდან სასულიერო პირებს გაძლიერებული ლოცვისკენ, ხოლო მრევლს- სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

კახა კალაძის თქმით, ქართული სამოციქულო ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მომავალშიც ასე იქნება.

"ქართული სამოციქულო ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისთვის. დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა,"- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც საყოველთაო კარანტინისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვები  მოქმედებს.

დღის ამბები