110 დადასტურებული შემთხვევა და 21 გამოჯანმრთელებული - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, საქართველო რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. შვიდი ახალი შემთხვევიდან 2 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საერთო ჯამში, ქვეყანაში დაინფიცირებული პაციენტებიდან 6-ის მდგომარეობა მძიმეა. გამოჯანმრთელებულია 21 ადამიანი. დიდი ალბათობით, ეს მაჩვენებელი დღეს კიდევ გაიზრდება.
"ქვეყანაში 21 გამოჯანმრთელებულია, 19-ს კიდევ ორი დაემატა. სიტუაცია უცვლელია ჩვენთან. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა რომელიც გაუმჯობესებული იყო, სტაბილურად რჩება გაუმჯობესებული. აქედან გამომდინარე ვლაპარაკობთ, რომ შესაძლებელია მისი პროგნოზირება იყოს უკვე გარკვეულწილად გაუმჯობესებული და ასევე ვილაპარაკოთ როგორც სტაბილურ პაციენტზე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.