19 აპრილი 2024,   13:06
ვრცლად
ერთი პაციენტი შიდა გავრცელებაა, მეორე გერმანიის კლასტერი - ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზი 7 პაციენტს აქვს დადასტურებული, 2 ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტის შემთხვევაში შიდა გავრცელება დასტურდება, მეორე პაციენტი კი გერმანიის კლასტერს მიეკუთვნება. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა:

"ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ მკურნალობს 14 პაციენტი აქედან უკვე 7 პაციენტს აქვს დადასტურებული COVID-19, გუშინდელი კვლევიდან 2 დაუდასტურდა, 2  პაციენტი დღეს ჩაერტვება კვლევაში. დადასტურებული პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ძველ პაციენტებში შეინიშნება გამოჯანმრთელების კარგი ტენდენცია. ერთი პაციენტი არის შიდა გავრცელება, მეორე პაციენტი არის გერმანიის კლასტერი,"- განაცხადა სოლოღაშვილმა.

დღის ამბები