19 აპრილი 2024,   14:38
ვრცლად
ახალციხის საავადმყოფოსა და აბასთუმნის ფილტვის ცენტრის სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ახალციხის საავადმყოფოს ორი და აბასთუმნის ფილტვის ცენტრიდან ერთი პაციენტის ანალიზების პასუხი ცნობილია. კლინიკებმა ლუგარის ლაბორატორიიდან სამივე პირის შესახებ ანალიზის უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ერთ-ერთ მათგანს გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო მეორეს არც ერთ საეჭვო პირთან შეხება არ ჰქონია. 

ახალციხის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ რეგიონი მწვანე ზონად რჩება. რაც შეეხება აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მყოფ პირს, მას კარანტინი დღეს უნდა დატოვოს. 

დღის ამბები